Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დანახული რეალური სამყაროდან
დანახული რეალური სამყაროდან
დანახული რეალური სამყაროდან
Ebook229 pages3 hours

დანახული რეალური სამყაროდან

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

კავკასიელი მისტიკოსის ეს ადრეული ნაშრომი წარმოადგენს მის მოწაფეთა ჩანაწერებს, რომლებიც უშუალოდ გურჯიევის გამონათქვამებსა და ლექციებზეა დაფუძნებული, და რომლებიც ცხოვრების მრავალ მნიშვნელოვან მხარეს ეხება: სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, შემოქმედებას, ცხოვრებისეული გზის არჩევას, ხელოვნებასა და სხვა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
დანახული რეალური სამყაროდან

Related to დანახული რეალური სამყაროდან

Related ebooks

Reviews for დანახული რეალური სამყაროდან

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დანახული რეალური სამყაროდან - გიორგი გურჯიევი

    გიორგი გურჯიევი - დანახული რეალური სამყაროდან

    Георгий Гурджиев - Взгляды из Реального Мира

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თვითდაკვირვება

    ყურადღება

    სატანჯველის აზრი

    მართებული მუშაობა

    ჩვეულების მსხვრევა

    ენერგია და ძილი

    როგორ გავახანგრძლივოთ სიცოცხლე?

    არსი და პიროვნება

    სამი ძალა და ეკონომია

    სუნთქვითი ექსპერიმენტები

    ადამიანი-მსახიობი

    კითხვა მთვარის შესახებ

    მტკიცება და უარყოფა

    გულგრილობა

    სამყაროს მატერიალურობა

    ოთხი სხეულის კრისტალიზება

    მგზავრი, მეეტლე, ოთხთვალა და ცხენი

    საკუთარი თავის გახსენება

    ვის გააჩნია თავისუფალი ნება?

    გავლენა ადამიანზე

    გათავისუფლება გათავისუფლებას იწვევს

    იფიქრეთ განსხვავებულად!

    თვითდაკვირვება

    ნიუ იორკი, 13 მარტი, 1924

    თვითდაკვირვება უკიდურესად რთულია. რაც უფრო მეტად ეცდებით, მით უფრო ცხადად დაინახავთ ამას.

    ახლა თქვენ ის პრაქტული შედეგის მიღებისთვის კი არ უნდა გამოიყენოთ, არამედ იმ ფაქტის გასაცნობიერებლად, რომ თქვენ არ ძალგიძთ საკუთარ თავზე დაკვირვება. წარსულში თქვენ წარმოგედგინათ, რომ ხედავთ და იცნობთ საკუთარ თავს.

    მე ობიექტური თვითდაკვირვების შესახებ ვსაუბრობ. ობიექტურად თქვენ ერთი წუთითაც არ შეგიძლიათ საკუთარი თავის ხილვა, რადგან ეს განსხვავებული ფუნქციაა, ფუნქცია ოსტატისა.

    თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ძალგიძთ დააკვირდეთ საკუთარ თავს ხუთი წუთის განმავლობაში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება; თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ძალგიძთ დააკვირდეთ საკუთარ თავს ოცი წუთის ან ერთი წუთის განმავლობაში, ეს ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. თუკი უბრალოდ გაიგებთ, რომ არ შეგიძლიათ დაკვირვება, ეს სიმართლე იქნება. მისვლა ასეთ გაგებასთან - აი, თქვენი მიზანი.

    ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა არ უნდა დაიშუროთ.

    როდესაც ძალისხმევას მიმართავთ, შედეგად არ მიიღებთ თვითდაკვირვებას ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. მაგრამ ძალისხმევა გაამყარებს თქვენს ყურადღებას; თქვენ უკეთ ფოკუსირებას ისწავლით. ეს ყველაფერი მოგვიანებით გამოგადგებათ. და მხოლოდ მაშინ შეიძლება, შეუდგეთ საკუთარი თავის გახსენებას.

    თუ კეთილსინდისიერად იმუშავებთ, საკუთარ თავს არა უფრო ხშირად, არამედ უფრო იშვიათად გაიხსენებთ, რადგან გახსენება მრავალს მოითხოვს. გახსენება არ არის იოლი, ის ძვირად ფასობს.

    თვითდაკვირვებაში ვარჯიში რამდენიმე წელს უნდა გაგრძელდეს. ეცადეთ, სხვა არაფრით დაკავდეთ. თუ კეთილსინდისიერად იმუშავებთ, დაინახავთ, რა გჭირდებათ.

    ამჟამად თქვენ ერთადერთ ყურადღებას ფლობთ - ან სხეულში, ან გრძნობებში.

    ყურადღება

    ნიუ იორკი, 9 დეკემბერი, 1930

    კითხვა: როგორ შეიძლება ყურადღების მოპოვება?

    პასუხი: ადამიანები მოისაკლისებენ ყურადღებას. თქვენი მიზანი მისი მოპოვება უნდა იყოს. თვითდაკვირვება მხოლოდ ყურადღების მოპოვების შემდეგ არის შესაძლებელი. წვრილმანებით დაიწყეთ.

    კითხვა: რა სახის წვრლიმანებით შეიძლება დაწყება? რა უნდა გავაკეთოთ?

    პასუხი: თქვენი ნერვული და დაუდეგარი მოძრაობები ცნობიერად ან არაცნობიერად აიძულებენ ყოველ ადამიანს, იხილოს, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ავტორიტეტი, რომ თქვენ უბრალო ჯამბაზი ხართ. ასეთი დაუდეგარი მოძრაობებით თქვენ ვერ იქნებით „ვინმე". პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, - შეწყვიტოთ ეს მოძრაობები. აქციეთ ეს თქვენს მიზნად, თქვენს ხატად. აიძულეთ ოჯახის წევრები, რომ დაგეხმარონ. შესაძლოა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლოთ ყურადღების მოპოვება. ეს - ქმნადობის მაგალითია.

    სხვა მაგალითი: დამწყები პიანისტი ვერასოდეს ისწავლის სხვაგვარად, თუ არა ცოტ-ცოტაობით. თუკი თქვენი სურვილია, დაუკრათ წინასწარი პრაქტიკის გარეშე, ჭეშმარიტ მუსიკას ვერასოდეს დაუკრავთ. მელოდიები, რომლებსაც დაუკრავთ, კაკაფონია იქნება, და გატანჯავენ ადამიანებს, რომლებიც შეგიძულებენ. ასეთივეა მდგომარეობა ფსიქოლოგიურ იდეებთან მიმართებით: რაიმეს მოსაპოვებლად აუცილებელია ხანგრძლივი პრაქტიკა.

    თავდაპირველად  სცადეთ მცირე მიზნების განხორციელება. თუკი თავიდანვე დიდ მიზანს დაისახავთ, ვერაფერს მიაღწევთ. თქვენი გამოვლინებები იმოქმედებენ კაკაფონიური მუსიკის მსგავსად და მეზობელთა სიძულვილს გამოიწვევენ.

    კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე?

    პასუხი: არსებობს ქმნადობის ორი სახე: ავტომატური ქმნადობა და ქმნადობა მიზნის შესაბამისად. ავიღოთ ნებისმიერი მცირე რამ, რისი გაკეთება ახლა არ შეგიძლიათ, და აქციეთ ის საკუთარ მიზნად, საკუთარ ხატად. ნურაფერი შეგიშლით ხელს, მხოლოდ ეს გქონდეთ მიზნად. თუკი შეძლებთ ამის გაკეთებას, მე თქვენ უფრო მნიშვნელოვან ამოცანას დაგისახავთ. ახლა თქვენ გრძნობთ სურვილს თქვენთვის მეტისმეტად დიდი საქმეების გაკეთებისა: ასეთი სურვილი არ არის ნორმალური. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ მათ განხორციელებას, ხოლო ასეთი სურვილი იმისგან გაბრკოლებთ, რომ განახორციელოთ მცირე საქმეები, რომლებიც თქვენს ძალებშია. გაანადგურეთ ეს სურვილი, დაივიწყეთ დიდი საქმეები. დაისახეთ მიზნად რაიმე წვრილმანი ჩვევის აღმოფხვრა.

    კითხვა: ვგონებ, ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი - საუბრის გადაჭარბებული სიყვარულია. თუ მიზნად ნაკლებად საუბარს დავისახავ, ეს სათანადო ამოცანა იქნება?

    პასუხი: თქვენთვის - უდაოდ. საკუთარი საუბრით თქვენ ყველაფერს აფუჭებთ. მსგავსი საუბრები დაბრკოლებებს უქმნიან თქვენს საქმეებს. როდესაც მეტისმეტად ბევრს საუბრობთ, თქვენი სიტყვები წონას ჰკარგავენ. შეეცადეთ გადალახოთ ეს ჩვევა. თუ შეძლებთ ამას, მრავალკურთხეული იქნებით. ამოცანა ერთობ სათანადოა. მაგრამ ეს არის დიდი საქმე და არა მცირე. გპირდებით, რომ თუ ამას მიაღწევთ, თუნდაც აქ არ ვიყო, მე შევიტყობ თქვენი მიღწევის შესახებ და შემწეს გამოგიგზავნით, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ შემდეგში.

    კითხვა: შემწყნარებლობა სხვათა გამოხტომებისადმი? ესეც სათანადო ამოცანაა?

    პასუხი: სხვათა გამოხტომების მოთმინებით ატანა - დიადი რამ არის, უკანასკნელი რამ არის ადამიანისთვის. ამის უნარი მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს შესწევს. იმით დაიწყეთ, რომ საკუთარ მიზნად, საკუთარ ხატად აქციოთ რომელიმე ერთი ადამიანის კონკრეტული გამოვლენის გადატანის უნარი. თუკი „ისურვებთ, მაშინ „შეძლებთ. „სურვილის გარეშე ვერასოდეს „შეძლებთ. სურვილი - ყველაზე მძლავრი რამ არის ამქვეყნად. ყოველივე ცნობიერი სურვილის წყალობით ხდება.

    კითხვა: მე ხშირად ვიხსენებ ჩემს მიზანს, მაგრამ არ მყოფნის ენერგია საიმისოდ, რომ ის გავაკეთო, რასაც საჭიროდ ვთვლი.

    პასუხი: ადამიანს არ გააჩნია ენერგია განზრახული მიზნების შესასრულებლად, რადგან მთელი მისი ძალა, რომელიც ღამით, პასიური მდგომარეობის დროსაა შეძენილი, უარყოფით გამოვლინებებზე იხარჯება. ეს ავტომატური გამოვლინებაა, საპირისპირო პოზიტიური, ნებისმიერი გამოვლინებისა.

    იმ თქვენგანებს, ვისაც უკვე შესწევს უნარი, ავტომატურად გაიხსენონ თავისი მიზანი, მაგრამ არ აქვთ მისი მიღწევის ძალა, შემდეგ რეკომენდაციას ვაძლევ. სულ ცოტა, ერთი საათით განმარტოვდით. მოადუნეთ კუნთები. მიეცით თავისუფლება ასოციაცათა მდინარებას, მაგრამ არ დანებდეთ მათ. ასე მიმართეთ: თუ თქვენ დამრთავთ ნებას, გავაკეთო ის, რაც მე მსურს, მოგვიანებით მე თქვენს სურვილებს დავაკმაყოფილებ. ისე უმზირეთ თქვენს ასოციაციებს, თითქოს ისინი სხვისი კუთვნილება იყოს, თავი შეიკავეთ მათთან გაიგივებისგან.

    საათის დასასრულს აიღეთ ქაღალდის ნაგლეჯი და მასზე თქვენი მიზანი დაწერეთ. ეს ნაგლეჯი თქვენს ხატად აქციეთ. სხვა დანარჩენს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამოიღეთ ხოლმე ჯიბიდან, მუდმივად გადაიკითხეთ და ყოველდღიურად გაიმეორეთ.

    ამგვარად ის თქვენს ნაწილად იქცევა, თავიდან თეორიულად, შემდეგ კი რეალურადაც. ენერგიის მოსაპოვებლად ეს ვარჯიში მშვიდად ჯდომისას შეასრულეთ, როდესაც კუნთები სრულად მოდუნებული გექნებათ, თითქოს ისინი  მკვდარი იყოს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც თქვენ სრულად დამშვიდდებით, მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენს მიზანთან მიმართებით. არ დართოთ ნება თქვენს ასოციაციებს, რომ მთლიანად მოგიცვან. განსაზღვრული მიზნის დასახვა და მისი განხორციელება - სწორედ ეს განიჭებთ მაგნეტიზმს, განიჭებთ „ქმნადობის" უნარს.

    კითხვა. რა არის მაგნეტიზმი?

    პასუხი: ადამიანს ორი სუბსტანცია გააჩნია: ფიზიკური სხეულის აქტიურ ელემენტთა სუბსტანცია და ასტრალური სხეულის აქტიურ ელემენტთა სუბსტანცია. ერთმანეთთან შერწყმისას ორი სუბსტანცია წარმოქმნის მესამეს; ასეთი ნაზავი სუბსტანცია ადამიანის სხეულის ცალკეულ ნაწილებში იყრის თავს, ამასთანავე კი მის გარშემო განსაკუთრებულ ატმოსფეროს წარმოქმნის, რომელიც პლანეტის გარშემო არსებული ატმოსფეროს მსგავსია. სხვა პლანეტათა ზემოქმედების შედეგად პლანეტების ატმოსფერო გამუდმებით ჰკარგავს ან იძენს ამა თუ იმ სუბსტანციებს. ასევე ადამიანიც, რომელიც სხვა ადამიანებითაა გარშემორტყმული, ჰგავს პლანეტებით გარშემორტყმულ პლანეტას. როდესაც ორი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1