Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

პასუხი
პასუხი
პასუხი
Ebook67 pages23 minutes

პასუხი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

წინამდებარე ესსეი-მოწოდებით მიხაკო წერეთელი ანარქიზმთან დაპირისპირებულ რამდენიმე სოციალურ ინსტიტუტს - სოციალ-დემოკრატებს, მუშებსა და ახალგაზრდობას პასუხობს ანარქიზმის (ავტორის შეხედულებით, სამართლიანობის) პოზიციებიდან.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 19, 2021
პასუხი

Related to პასუხი

Related ebooks

Reviews for პასუხი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    პასუხი - მიხაკო წერეთელი

    სარჩევი

    I პასუხი სოციალ-დემოკრატებს

    II პასუხი მუშებს

    III პასუხი ახალგაზრდობას

    განმარტებები

    I პასუხი სოციალ-დემოკრატებს

    როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, - ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.

    დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, - არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა - პლეხანოვის წინააღმდეგ გათავებული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, - უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან.

    ეხლა კი სხვა საგანზედ უნდა გავსცეთ პასუხი ბ-ნ სოც-დემოკრატებს, - ამ წერილში სწორედ ბ-ნ სოც-დემოკრატებს, შემდეგში მუშებს და მერე კიდევ მოსწავლე-ახალგაზრდობას. ეს შეიძლება იწყინონ, როგორც ბ-ნ სოც-დ-ებმა, ისე მუშებმა, როგორ თუ, ეს ორი ცნება ერთი და იგივე არ არისო, მაგრამ რა ვქნათ, რომ არ არის, განა ჩვენი ბრალია, და რომ სოც-დ-ებს შეიძლება ეს ერთი და იგივე ეგონოთ, - განა მათი ინდაურობა ჩვენ დაგვბრალდება?

    ბ.ბ. სოც-დ-ებო! ერთი მიპასუხეთ, რამ აგაღრიალათ ასე მწარედ? რა მოხდა, რამ მოგიწამლათ სულის სიმშვიდე? ერთი თქვენთაგანი, - სახელს არ აწერდა, - ჩვენ გიჟებს გვიძახოდა. უნდა შევნიშნო, რომ ეს ახალი მოვლენა არ არის; მაგ უაზრო ქმნილებას ალბად სადღაც გაუგონია, რომ ბურჟუებმა ანარქისტების წინააღმდეგ ერთი საშუალება იხმარეს; სიგიჟეს შესწამებენ ხოლმე და საგიჟეთში ამწყვდევდენ მათ, რომ სხვა საშუალება აღარა აქვთ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ასე უქნეს პრენანს საფრანგეთში, ასევე უპირებდენ ლუიზა მიშელს, კომმუნის ამ საუკეთესო გმირს. ს-დ-ებმა, რასაკვირველია, როგორც ყოველისფერი, ესეც ბურჟუაზიისაგან გადაიღეს ანარქისტების წინააღმდეგ (სხვათა შორის „დანოსი) და ჩვენი ქართველი ს.-დ.-ები რასაკვირველია ფეხის ხმას უნდა აყვნენ, სისულელეშიდაც უნდა განამტკიცონ „ინტერნაციონალური სოლიდარობა, მაგრამ ერთი მაკვირვებს - სხვისგანაც ხომ არ გაუგონია სიტყვა „გიჟი „ლამპრის მართლაც და ლაფშ-მოხეულ წირპლიან პუბლიცისტს?

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1