Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თავის უფალი ადამიანი
თავის უფალი ადამიანი
თავის უფალი ადამიანი
Ebook171 pages3 hours

თავის უფალი ადამიანი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ წიგნში, რომელიც ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, დათო ტურაშვილი იხსენებს ქართული სამართლის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებს და ყველა გამოჩენილ ქართველს, რომელთაც ცხოვრება ადამიანების დაცვას შესწირეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მკითხველი გაეცნობა ჩვენი ქვეყნის სამართლის ხანგრძლივი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებს და დიდ ადამიანებს, რომლითაც ქართული სამართალი ამაყობს;

Languageქართული ენა
Release dateJun 30, 2023
ISBN9789941373411
თავის უფალი ადამიანი

Related to თავის უფალი ადამიანი

Related ebooks

Related categories

Reviews for თავის უფალი ადამიანი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თავის უფალი ადამიანი - Dato Turashvili

    ავტორისაგან

    ბევრ სასამართლო პროცესს დავსწრებივარ საქართველოში და რამდენჯერაც უსამართლობის განცდა გამჩენია, იმდენჯერ ადვოკატობა მინატრია და სწორედ იმაზე მიფიქრია, როგორი სიყვარულით, მონდომებითა და არგუმენტებით დავიცავდი დაჩაგრულ ადამიანებს, ადვოკატი რომ ვიყო.

    თუმცა, პროფესიონალი ადვოკატი, სამწუხაროდ, ვეღარასოდეს გავხდები და ამიტომაც სხვა გამოსავალი მოვ­ძებნე: წიგნის დაწერა გადავწყვიტე, რომელსაც ქართველ ადვოკატებს ვუძღვნი, რადგან დიდწილად სწორედ ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სამართლიანი მომავალი. ჩემი წიგნის მომავალი მკითხველი კი იმოგზაურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სამართლისა და ქართული სასამართლოს ისტორიაში და წარსულის სევდიან, მაგრამ მშვენიერ და საამაყო მაგალითებსაც გაიხსენებს.

    არადა, ახლაც, დღესაც, ყველაზე მეტად სწორედ სამარ­თალი გვჭირდება და ამიტომაც ისევ ვითხოვთ დამოუკიდებელი სასამარ­თლოს არსებობას საქართველოში, როგორც ჩვენი სახელმწიფოს მთავარ საძირკველს, რომელსაც ეფუძნება სინამდვილეში ჩვენი კეთილდღეობაც, ბედნიერებაც და თავისუფლებაც...

    ყოველთვის გულუბრყვილოდ მეგონა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაც აღდგებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან შევცდი – დღემდე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებაა.

    ყოველთვის მეგონა და ახლაც მგონია, რომ თავისუფლება არ არსებობს სამართლიანობის გარეშე და პირიქით – სადაც არ არის სამართალი, იქ არც თავისუფლებაა; რაც ადამიანს სახელმწიფოსგან უპირველესად სჭირდება, სწორედ სამართალია და მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია იყოს სამართლიანი.

    უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში რამდენიმე მთავრობა და ხელისუფლება გამოვიცვალეთ, მაგრამ არცერთმა არ მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად. ამის მთავარი მიზეზი კი მათი არასახელმწიფოებრივი ცნობიერებაა.

    რასაკვირველია, ზემოთქმული ყველას არ ეხება და საქართველოს ხელისუფლებაში ალბათ ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც ზუსტად და კარგად ესმით სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობა, მაგრამ უმრავლესობას ჯერჯერობით ისევ მართვადი სასამართლო ურჩევნია.

    არადა, სასამართლოც ხელისუფლებაა, უფრო სწორად კი – ხელისუფლების შტო, რომლის გარეშეც არ არსებობს სახელმწიფო, უფრო სწორად კი – დემოკრატიული და თანამედროვე სახელმწიფო; და პირიქით – თანამედროვე სახელმწიფო არსებობს იქ, სადაც ძალაუფლება გადანაწილებულია და ქვეყანაც სწორედ ამ პრინციპით იმართება. ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა იმ საძირკველს ჰგავს, რომლის გარეშეც სახლი არ შენდება, და თუ ჩვენი სურვილი სახელმწიფოს აშენებაა, უნდა გვესმოდეს, რომ საძირკვლის გარეშე ეს არ მოხდება, და თუ მოხდება, ის არ იქნება მყარი, დემოკრატიული და თანამედროვე სახელმწიფო.

    არადა, როგორ მინდოდა, რომ ამ შენების პროცესში პირადად მიმეღო მონაწილეობა და პირდაპირი მნიშვნელობითაც დამედო თუნდაც ერთი აგური დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძვლებზე. მამაჩემის ყველაზე დიდი სურვილიც სწორედ ეს იყო.

    როცა მამა იურისტობას მირჩევდა, საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაბრუნებამდე ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზა ჰქონდა გასავლელი, მაგრამ მამის რჩევა ყველაზე მეტად ალბათ მერე, დამოუკიდებელ საქართველოში გამომადგებოდა.

    მამაჩემის თხოვნა კი მაშინ ალბათ იმიტომ ვერ შევასრულე, რომ ბავშვობიდან საშინელი პროტესტანტი ვიყავი და სკოლის დასრულებისას სწორედ იმ ასაკში აღმოვჩნდი, როცა ყველაზე მეტად მშობლების რჩევები არ მოსწონს ახალგაზრდა ადამიანს.

    არადა, ადვოკატობაზე თვითონაც მიოცნებია და მართალია, მოსამართლე და პროკურორი ალბათ ვერასდროს გავხდებოდი, მაგრამ ადვოკატი სიამოვნებით ვიქნებოდი. ზოგჯერ თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე, რომ მწერალი ისედაც ადამიანთა ადვოკატია და ლიტერატურა კი ისედაც ეხმარება ადამიანს, უფრო თავისუფალი იყოს.

    თუმცა ეს პატარა წიგნი არის კიდეც ჩემი მოკრძალებული მცდელობა, დაგვიანებით მაინც შემესრულებინა მამაჩემის თხოვნა და წიგნი დამეწერა ზოგადად მართლმსაჯულებისა და კონკრეტულად – ადვოკატურის მხარდასაჭერად ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის პროფესიაზე წიგნის იდეა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს ეკუთვნის.

    სხვათა შორის, ახალგაზრდობაში გულუბრყვილოდ ისიც მეგონა, რომ ბევრ პრობლემას სამშობლოში სხვები უჩემოდაც ადვილად მოაგვარებდნენ – ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები იმ გარემოს ჩემი დახმარების გარეშეც შექმნიდნენ, რომელიც თანამედროვე საზოგადობისა და ნორმალური სახელმწიფოს ფორმირებას სჭირდება. სიტყვა „ნორმალური" სულაც არ მიხსენებია შემთხვევით: საბჭოთა კავშირისგან, სამწუხაროდ, სწორედ არანორმალური მენტალური მემკვიდრეობა გვერგო და ყველაზე რთული, რისგანაც დღემდე ვერ ვთავისუფლდებით, ჩვენი პოსტსაბჭოური, გადაგვარებული ცნობიერებაა, რაც არის კიდეც მთავარი დაბრკოლება თავისუფალი განვითარების გზაზე. ამიტომაც, ამ პროცესს ნებისმიერი ჩვენგანის მონაწილეობა სჭირდება და მათ შორის ჩემიც – ადამიანის, რომელსაც პროფესიული იურიდიული განათლება არც გააჩნია.

    ხოლო თუ მართლა გვსურს წარმატებული საზოგადოებისა და ქვეყნის შექმნა, არა მხოლოდ პროფესიონალი იურისტები, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უნდა ჩაერთოს ხსენებულ პროცესში. კარგ სახელმწიფოს კარგი მოქალაქეები ქმნიან და ჩვენ (სამწუხაროდ) ჯერჯერობით არ ვართ კარგი მოქალაქეები, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო.

    მთავარი ობიექტური მიზეზი, რასაკვირველია, ჩვენი წარსულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იშვიათად ყოფილა ხანგრძლივი დრო, რომ საკუთარი წესებითა და კანონებით გვეცხოვრა – გვეცხოვრა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს – და, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ძალიან დიდი იმპერიები გვიპყრობდნენ.

    ისინი გვკარნახობდნენ ცხოვრების წესებსა და კანონებს და გვართმევდნენ უფლებას, საკუთარი სამართლებრივი სისტემები შეგვექმნა და ქართული კანონები შეგვენარჩუნებინა ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე.

    მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად დიდი ისტორია გვაქვს და მართლა ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა ვართ, ისტორიისა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე ყოფნას ქართული სახელმწიფოსთვის მაინც მოჰქონდა განსაკუთრებული პრობლემები.

    მართალია, ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას (სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებთან ერთად) მაინც წარმატებით ვცდილობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, მუდამ ვერ ვახერხებდით საკუთარი კანონების შენარჩუნებას, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრები ყოველთვის ხვდებოდნენ, რომ ნებისმიერი ხალხის დაპყრობა უფრო ადვილია მაშინ, თუ მას საკუთარ სამართალს ართმევ. უფრო მარტივად, თანამედროვედ და გასაგებად რომ ვთქვათ, საკუთარი სამართალი დამოუკიდებელ სასამართლოს ნიშნავს და როცა ეს უკანასკნელი არ გაგაჩნია, ყველაზე ადვილად დასამორჩილებელი ხდები.

    არადა, დღიდან გაჩენისა, ადამიანი სამართალს ეძებს, კანონთა სისტემების ფორმირება ანუ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაც (რომელიმე ერთი ან რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის) სწორედ ამ ძიების შედეგია და რაც სახელმწიფოსაგან ადამიანს სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება, სამართალია. ამიტომაც ჩვენს წინაპრებს ასეთი სამართლებრივი სივრცის შექმნისა და ჩამოყალიბების მცდელობა საქართველოს ისტორიის დასაწყისშივე ჰქონდათ და მისი კვალი დღემდე არსებობს მახვშებისა თუ ხევისბერთა ინსტიტუტების სახით, ამ ინსტიტუტების კვალი კი ისეთ შორეულ წარსულში მიდის, რომ მათი ზუსტად და ბოლომდე გამოკვლევა რთულია.

    თუმცა, დღესაც კი (მაგალითად, თუშეთის სოფელ დართლოში), ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი თვალით იხილოს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის უძველესი დამადასტურებელი ფაქტი (ვისაც უკვე ნანახი აქვს დართლოს საფიხვნო, ალბათ გაახსენდა კიდეც ნაფიც მსაჯულთა პრაქტიკა, რომლის დამკვიდრებაც თუშეთში გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, და ამერიკაში დაბადებული დიდი პოეტი რობერტ ფროსტი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს იკვლევდა, ისე გარდაიცვალა, დართლოს ნახვა ვერ მოახერხა, თორემ იმასაც აღმოაჩენდა, რომ ქალებს მოსამართლეობის უფლება თუშეთსა და საქართველოში რამდენიმე საუკუნით ადრეც ჰქონდათ).

    სხვათა შორის, ასეთი ფაქტები სვანეთსა თუ ხევსურეთშიც მრავლადაა, რადგან ჩვენი ქვეყნის მთიან ნაწილში, სადაც დამპყრობლები ძნელად და უფრო იშვიათად აღწევდნენ (გასაგები მიზეზების გამო), იქაური ქართველები უფრო იოლად ახერხებდნენ ქართული წესებისა და კანონების შენარჩუნებას. ხოლო იქ, სადაც მაინც აღწევდა უცხო ძალისა და ქვეყნის იურისდიქცია (თანამედროვე ტერმინოლოგიის მიხედვით), მახვშებისა და ხევისბერების სამართლებრივი ინსტიტუციების სახით ალტერნატიული სასამართლო სისტემები იქმნებოდა.

    მიუხედავად სიძველისა, სვანურ სამართალში იმდენად დემოკრატიული და ლოგიკური ტრადიციები არსებობდა უხსოვარი დროიდან, რომ თანამედროვე მკვლევარებიც კი ზოგჯერ გაკვირვებასა და აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

    მაგალითად, სვანურ სამართალს აღასრულებდნენ ადამიანები, რომლებსაც ღია და პირდაპირი არჩევნების გზით ანდობდნენ ურთულესი საკითხების მოგვარებასა და გადაწყვეტას, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი, მამაკაცებთან ერთად, ქალებსაც ყოველთვის ჰქონდათ.

    ხალდეს ცნობილი აჯანყების ერთ-ერთი ნამდვილი მიზეზიც სწორედ იმ სასამართლო (და არა მხოლოდ) სისტემის დაშლა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1