Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ
Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ
Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ
Ebook487 pages2 hours

Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

თუ თქვენ ცხოვრობთ სულიერ გალიაში და არ შეგიძლიათ მოიპოვოთ თავისუფლება, თუ ერთსა და იმავე ცოდვას ჩადიხართ ისევ და ისევ... თუ იმეორებთ თქვენი წინაპრების იმ ცოდვილ თვისებებს, რომლებიც გაბრკოლებენ, რათა არ

Languageქართული ენა
Release dateJul 20, 2023
ISBN9781951201371
Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ
Author

Vladimir Savchuk

Vladimir Savchuk leads the HungryGen movement and pastors a multi-cultural church with a clear-cut, focused vision to win souls and make disciples. They focus on the salvation of souls, healing, deliverance, and the raising up of young leaders. He leads the annual "Raised to Deliver" conferences which attract thousands from all over the globe. He also leads three different internships, one for teens and two for young adults. Pastor Vlad is a sought-after speaker at conferences and camps. Vlad was born in Ukraine and raised in a Christian home. He immigrated to the U.S. at the age of 13 and became a youth pastor at 16. At the age of 30, he became the lead pastor of the HungryGen Church. He is married to his beautiful wife, Lana, with whom he enjoys spending time and doing ministry together.

Related to Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ

Related ebooks

Reviews for Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    Break Free (Georgian edition) გზა თავისუფლებისაკენ - Vladimir Savchuk

    საავტორო უფლება © 2018 ვლადიმერ სავჩუკი

    ყველა უფლება დაცულია. ამ წიგნის არცერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს გამრავლებული ან გამოყენებული რაიმე ფორმით ან რაიმე საშუალებით: ელექტრონულად, მექანიკურად, ფოტოკოპირებით, ფირზე ჩაწერით ან რაიმე სხვა შემნახველი საშუალებით, ავტორის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. გამონაკლისი დაიშვება ტექსტის მცირე ნაწილისთვის, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ჟურნალებში, ვებსაიტებზე, გაზეთებში, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში, ტელე და რადიო გადაცემებში. ყველა ციტატა წმინდა წერილებისა მოყვანილია ბიბლიის რუსული სინოდალური თარგმანიდან.

    ყველა უფლება დაცულია.

    ISBN:

    978-1-951201-36-4 (Paperback)

    978-1-951201-37-1 (Ebook)

    მიძღვნა

    წიგნს ვუძღვნი ყველას, ვინც ებრძვის პრობლემებს, რომლებიც ამ მომენტში დაუძლეველი ეჩვენება. არ იდარდოთ, დახმარება ახლოსაა.

    წინასიტყვაობა

    ვლადიმირ სავჩუკი საოცარი ახალგაზრდა პასტორია და მქონდა პატივი პირადად გამეცნო იგი. მისი მსახურება უშუალოდ ეხება სულიერი ომებისა და დემოების განდევნის არაერთ საკითხს. წიგნი „გზა თავისუფლებისაკენ", რომელიც ყველა ქრისტიანისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, უაღრესად საჭირო წიგნია დღევანდელ მსოფლიოში. განსაკუთრებით მომწონს, რომ პასტორი ვლადიმერი მკითხველის ყურადღებას ამახვილებს აზროვნების განახლებაზე და თავისუფლების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

    მჯერა, რომ წიგნი ’’გზა თავისუფლებისაკენ" ბევრ ადამიანს დაეხმარება დაამსხვრიოს რელიგიისა და ცოდვის ბორკილები და გააცნობიეროს, რომ ყოველი ქრისტიანის ბედია ყოველგვარი ტანჯვისაგან თავისუფალი ცხოვრება. წიგნის დასასრულს იპოვით სასწავლო მასალას, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გაითავისოთ თითოეული თავის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები.

    პასტორ ვლადიმერის ხმა მოუწოდებს ეკლესიებს იარონ გამარჯვებაში და იცხოვრონ ზებუნებრივი ცხოვრებით ქრისტეში. პირადად მე ძალიან დიდ მოლოდინებს ვამყარებ როგორც ამ წიგნზე, ისევე ღმერთის ამ უნიკალურ კაცზე.

    ბობ ლარსონი

    მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი დემონოლოგიისა, ოკულტიზმისა და ზებუნებრივი გამოვლინებებისა. ავტორი 37 წიგნისა, მათ შორის: „სულიერი ომის შესახებ, „მსოფლიო რელიგია, „დემონებისაგან დასაცავი ლოცვები, „წყევლის დამსხვრევა, „იზაბელი, „დემონებთან ბრძოლა და სხვა.

    მიმოხილვები

    იესო ქრისტე დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში მის თანმხლებ ადამიანებს დემონური ჩაგვრისაგან და მათი ბატონობისგან ათავისუფლებდა. წიგნში „გზა თავისუფლებისკენ" პასტორი ვლადიმერ სავჩუკი სულიერი სამყაროს რეალობას აცხადებს და გვეხმარება გავიგოთ, როგორ უნდა ვიაროთ იმ თავისუფლებაში, რომელიც მხოლოდ იესოს შეუძლია მოგვცეს. იგი პირად გამოცდილებასა და წმინდა წერილის მუხლებს გვიზიარებს. თქვენ მიიღებთ ცოდნას იმის შესახებ, როგორ განთავისუფლდეთ ემოციური და ფიზიკური ჩაგვრისაგან, როგორ ამხილოთ ეშმაკის საქმეები და გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც ქრისტეში ჭეშმარიტ თავისუფლების გაპოვნინებთ.

    მწამს, რომ სულიწმინდა გამოიყენებს ამ წიგნს თქვენთვის რწმენის აღსაჭურვად და გასაძლიერებლად. მოემზადეთ, რომ განიცადოთ თქვენს ცხოვრებაში იესოს სიტყვები, რომელიც ამბობს: „თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით." (იოანე 8:36).

    — ანდრეს ბისონი

    მსახურება ანდრეს ბისონის.

    * * *

    სულიერი ომი რეალურია. ვლადი ნამდვილად ფლობს საჭირო კვალიფიკაციას იმისთვის, რომ გააცხადოს თემა განთავისუფლების შესახებ. Hungry Generation-ის პასტორად ყოფნის დროს იგი ბევრი ადამისთვის ლოცულობდა და ხედავდა როგორ თავისუფლდებოდნენ ისინი დამოკიდებულებებისა და დემონური ჩაგვრისგან. ეს წიგნი სავსეა წმინდა წერილიდან მოყვანილი ციტატებით, ბოროტი სულებიდან განთავისუფლებული ადამიანების დამოწმებებითა და მონათხრობებით. თუ გსურთ იცოდეთ სულიერი ომის წესები და გინდათ გაიგოთ როგორ ილოცოთ განთავისუფლებისთვის, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.

    — რომან შერემეტა

    მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „Case Western Reserve University"

    * * *

    პასტორი ვლად სავჩუკი უფლის ცხებულია, რათა ემსახუროს ჩვენს თაობას და ღმერთით მინიჭებული მადლით მონობისა და დემონური ჩაგვრისგან გათავისუფლების გზა გვიჩვენოს (არა მხოლოდ სულიერად, არამედ გონებრივადაც). მჯერა, რომ ეს წიგნი მრავალი ადამიანის ხელში გახდება იარაღი, რათა გათავისუფლდნენ და გააცნობიერონ თავიანთი ღვთიური პოტენციალი იესო ქრისტეში.

    — ანდრეი შაპოვალი

    „flame of fire"-ის მსახურების დამფუძნებელი.

    * * *

    ვლად სავჩუკის წიგნი „გზა თავისულებისაკენ" სულიერი სამყაროს რეალობისა და დემონური სულების გავლენის შესანიშნავი ინტერპრეტაციაა. ავტორი გვაჩვენებს კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ განვთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და ვიაროთ თავისუფლებაში. ამ წიგნს ვურჩევ ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდული მსახურების ლიდერებს.

    — ჯორჯ დავიდუკი

    მისიონერი, ქრისტიანი მოღვაწე.

    * * *

    ვლად სავჩუკის წიგნი „გზა თავისუფლებისაკენ" ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება. სულ რაღაც ორ ღამეში დიდი ინტერესით წავიკითხე იგი. წიგნში აღწერილი ცხოვრებისეული მაგალითები არავის ტოვებს გულგრილს და სულიერი სამყაროს რეალობისა და იმ ძალის შესახებ, რომელიც ღმერთმა მოგვცა, სიმართლეს აცხადებს. გმადლობთ ვლად, რომ ასე ღიად და გულწრფელად წერთ თქვენს პირად ბრძოლებსა და გამარჯვებებზე. დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის ეს წიგნი ძალიან აქტუალური და სასარგებლო იქნება.

    — ლიკა რომანი

    მის უკრაინა 2007

    შესავალი

    ლომების მკვლელი

    ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ ხუთშაბათ საღამოს მოხდა, როცა ჩვენი ეკლესიის ახალგაზრდები მსახურებისთვის შეიკრიბნენ. დარბაზში მაღალი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა, გარეგნობით იტალიელს ჰგავდა. იმ საღამოს, ქადაგების დროს ბოლომდე დავიხარჯე და დასასრულს დარბაზში მსხდომთ მონანიებისკენ მოვუწოდე. ახალგაზრდა მამაკაცი აღელვებული, მტირალი გამოიქცა. ღმერთის წინაშე ინანიებდა თავის ცოდვებს. როცა ლოცვა დასასრულს მიუახლოვდა და ეკლესია ნელ-ნელა დაცარიელდა, ახალგაზრდების მთელი ჯგუფი ახალ სტუმარს შემოეხვია და მისი ისტორიის მოსმენა დაიწყეს. ყურმოკვრით გავიგონე მისი მონათხრობი იმის შესახებ, თუ რით იყო დაკავებული და რა ცოდვებს ჩადიოდა სექსისა და ფულის გამო.

    ცხოვრების რაღაც მომენტში იგი სატანისტთა სექტას შეუერთდა. ხელში ჩაუვარდა წიგნი, სათაურით „სატანის წიგნი" და ეშმაკს სთხოვა მასში შესულიყო და მის სხეულს დაუფლებოდა. როგორც კი ეს მოვისმინე, მივხვდი, რომ მონანიების განსაკუთრებული ლოცვა დამჭირდებოდა, რათა მას უარი ეთქვა სატანასთან დადებულ შეთანხმებაზე. ამ დროს კი ის ამბის თხრობას აგრძელებდა და ლაპარაკობდა, თუ რატომ გადაწყვიტა ეშმაკთან კავშირის დარღვევა. მან ნათლად დაინახა სიზმარში ჯოჯოხეთის საშინელებანი და შედეგად ყველა სატანური წიგნი დაუყოვნებლივ მოიშორა სახლიდან. ამ ახალგაზრდა მამაკაცს სურვილი ჰქონდა ეცხოვრა ჩვეულებრივი ცხოვრებით და არანაირი საერთო აღარ ჰქონოდა ეშმაკთან.

    მისთვის ლაპარაკის შეწყვეტა მომიწია, რათა მეთხოვა გაემეორებინა ლოცვა, რომელშიც უარს ამბობდა ყოველგვარ კავშირზე სატანის სამეფოსთან. ეს ჩვეულებრივი ლოცვა იყო: „ვინანიებ რომ შეთანხმება დავდე ეშმაკთან. ღმერთო, მაპატიე, რომ ზურგი გაქციე და სატანის მოკავშირე გავხდი. ღმერთო, გამათავისუფლე ახლავე.’’ როგორც კი ვთქვი: უფალო იესო, შევამჩნიე, რომ ბიჭს არ შეეძლო ამ ფრაზის გამეორება. ამის ნაცვლად მასში მყოფმა დემონებმა და ბოროტმა სულებმა დაიწყეს გამოვლინება.

    მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი. არაერთი ვიდეო მქონდა ნანახი იმის შესახებ, თუ როგორ ვლინდებიან დემონები ადამიანებში, მაგრამ პირადად არასდროს მილოცია გათავისუფლების ლოცვით. იმ დროისთვის დარბაზში მხოლოდ ახალგაზრდები რჩებოდნენ, მოძღვარი უკვე წასული იყო. აღშფოთებისა და ნერვიულობის მძაფრ გრძნობასთან ერთად, შინაგანად სულიწმინდის მითითება გავიგონე და დარბაზში მყოფთ ვუთხარი: ყველანი მოშორდით ამ ახალგაზრდას და დაჟინებით მოვთხოვე მას იესოს სახელის წარმოთქმა. ამ ადამიანის შიგნით იმ ბოროტი სულების ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, რომლებიც აქამდე ტანჯავდნენ. ბიჭისთვის დაუჯერებლად რთული იყო იესოს სახელის წარმოთქმა და პატიების თხოვნა. სახის ფერი შეეცვალა, ხელები მუშტებად შეკრა და დარტყმისთვის მოემზადა. თუმცა, ყველაფერი ისე ჩანდა თითქოს ვიღაც უკნიდან ძლიერად იჭერდა. ჩვენგან მასთან ახლოს არავინ მისულა, ყველანი მოშორებით ვიდექით. უეცრად კი იატაკზე მკვდარივით დაეცა.

    ყველანი ძალიან აღელვებულნი ვიყავით, რადგან ჩვენს თვალწინ რაღაც ზებუნებრივი მოხდა. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად დიდი პრობლემაც შეგვექმნა. ბიჭი იატაკზე იწვა და სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა, მე კი თავზე შეშფოთებული ვედექი! ერთადერთი აზრი, რომელიც იმ მომენტში თავში მიტრიალებდა ეს იყო: "ხვალ ყველა დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ რუსმა ბიჭებმა იტალიელი ჭაბუკი პირდაპირ ეკლესიაში მოკლეს.’’ უეცრად გამახსენდა ისტორია ბიბლიიდან იმის შესახებ, თუ როგორ განდევნა იესომ ბოროტი სულები ბიჭიდან. ისიც მკვდარივით დაეცა მიწაზე, მაგრამ როგორც კი ფეხზე წამოაყენეს, გონს მოვიდა. ასე რომ, ჩვენთვისაც ერთადერთი გამოსავალი ამ იტალიელი ბიჭის ფეხზე წამოყენება იყო და მართლაც ის რამდენიმე წუთში გონს მოვიდა.

    ყველას ძალიან გვაინტერესებდა ბიჭს რა დაემართა. მან საკუთარი ამბის მოყოლა დაიწყო; გვითხრა, რომ ძლიერი ხმები ხელმძღვანელობდნენ და ჩვენს ცემას უბრძანებდნენ. თუმცა ის ასევე გრძნობდა, რომ მას ფიზიკურად ვიღაც იჭერდა. როცა გაიგო, რომ ჩვენ მას საერთოდ არ შევხებივართ, ძალიან გაკვირვებული დარჩა. ეჭვგარეშეა, რომ ამ ბოროტი სულებიდან გათავისუფლების პროცესში, ის უფლის ანგელოზებმა გარემოიცვეს.

    ამ შემთხვევის შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ მეორე დღეს შევხვდით მას და მან დაამოწმა, რომ ამ ყველაფერთან ერთად განკურნება მიიღო იმ დაავადებისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა. როგორც აღმოჩნდა, იმ საღამოს პირველად და წარმატებით ვილოცე იმ ადამიანის განთავისუფლებისთვის, რომელიც დემონებით იყო შეპყრობილი.

    შეიძლება თავადაც გაქვთ ნანახი ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, რომ ჩვენი მსახურების დროს ადამიანები თავისუფლდებიან ბოროტი სულებისაგან. ზოგ შემთხვევაში დემონები ძალიან ნათლად და ხმაურით ვლინდებიან, მაგრამ სხვა შემთხვევებში - უფრო ჩუმად და აგრესიულად. ფიზიკური გამოვლინებები არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას დემონების განსადევნად. ჭეშმარიტი განთავისუფლება მაშინ მოდის, როცა სულიწმინდის ცხებულება იღვრება ადამიანზე.

    ვიდრე ღმერთი დავითს ღიად გამოიყენებდა გოლიათის დასამარცხებლად, მან დაუშვა, რომ დავითს საკუთარ ცხოვრებაში, პირადად დაემარცხებინა ლომი და დათვი. მჯერა, რომ ჩვენი პირადი გამარჯვებები თავის დროზე მიგვიყვანს საჯარო გამარჯვებასთან. დავითის ცხოვრების კვლევისას მივხვდი, რომ ის არ იყო აღფრთოვანებული ლომთან შეხვედრით. შესაძლოა ფიქრობდა: „რატომ მესხმიან თავს?, „სად არის ღმერთი და რატომ დაუშვა მან ეს ყოველივე?! როცა დავითი წააწყდა ლომს, რომელმაც მისი ფარიდან კრავი მოიტაცა, მას შეეძლო შეგუებოდა დანაკარგს და დაენდო საკუთარი თავი. თუმცა, ამ ახალგაზრდა ბიჭმა მიიღო გადაწყვეტილება არ ეცხოვრა დამარცხებულს, სინანულში, კრავის დანაკარგის გამო. მან ბრძოლა გადაწყვიტა, რათა დაებრუნებინა ის, რაც ლომმა მოპარა და თავად ეკუთვნოდა. იმ დროს დავითი ვერ აცნობიერებდა, რომ მისი ბრძოლა ლომთან და დათვთან მასში გაბედულებას და სულის სიმტკიცეს გააღვივებდა, რაც საბოლოოდ გოლიათთან დასაპირისპირებლად აუცილებლად დასჭირდებოდა.

    მე ისევ მწამს განთავისუფლების. მწამს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვნახე ეს და ვიცი როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება განთავისუფლების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ იესომ დაგვავალა განგვედევნა დემონები და ამასთანავე, მე თავად მივიღე განთავისუფლება იმ ყველაფრისგან, რასაც ადრე ვემონებოდი.

    12 წლისამ პირველად ვუყურე პორნოგრაფიას. იმ დროს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი იმ საშიშროებას, რომელიც მასში იყო დაფარული და არ მესმოდა პორნოგრაფიულ მედიას რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ჩემს ცხოვრებაზე.

    13 წლის ასაკში ჩემი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა. ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო: ქვეყანა, მეგობრები, ენაც კი. ვერ ვხვდებოდი, რომ აქ გამიჩნდებოდა ძლიერი დამოკიდებულებები, რომლისგან გასათავისუფლებად ღმერთის ჩარევა იქნებოდა საჭირო.

    ამერიკაში გადმოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ, მეზობელმა მთხოვა ყურადღება მიმექცია მისი სახლისთვის, მთელი კვირის განმავლობაში, ვიდრე თავად მივლინებაში იქნებოდა. ძალიან მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ ნამდვილი ამერიკელები. ვფიქრობდი, რომ ყოველდღიურ წვრილმან საქმეებთან ერთად, როგორიც იყო, სახლის დალაგება, ცხოველების გამოკვება და ბალახის საფარის გაკრეჭა, მთელ სახლსაც დავათვალიერებდი. ასე გადავაწყდი ერთ-ერთ ოთახში საეჭვო ვიდეო ფირებს.

    ფირის ჩარჩოთივე მიხვდებოდით, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო ქრისტიან მსახურებთან, კეტრინ კულმანთან ან ბილი გრემთან. გახსოვდეთ, ცოდვა ძალიან მაცდურად და ბოროტად მოქმედებს. ყველაზე უარესი ის არის, რომ ადამიანი ატყუებს საკუთარ თავს, იგონებს ყოველგვარ გამართლებას, რათა საკუთარი ხორცის სურვილებს დაემორჩილოს.

    მინდოდა გამერკვია, მართლაც იყო თუ არა ვიდეო კასეტის შინაარსი გარეკანის შესაბამისი, თუმცა ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო ევანგელისტურ შეკრებებთან. კასეტებში ნამდვილად იყო პორნოგრაფიული მასალა. თუმცა, იმის ნაცვლად რომ ტელევიზორი გამომერთო, დავრჩი და ვიდეოს ბოლომდე ვუყურე. სწორედ ამ დროს თითქოს რაღაც შემოიჭრა ჩემში.

    საბოლოო ჯამში, სირცხვილის და დანაშაულის გრძნობამ წამლეკა. საკუთარი თავი შემეზიზღა და ღმერთს დავპირდი, რომ არასდროს არ გავაკეთებდი ამას. ვნანობდი ჩემს საქციელს, თუმცა პირობა ძალიან მალე, ერთ კვირაში დავარღვიე.

    შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მე ყურებამდე გავისვარე პორნოგრაფიით. ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ არ შემეძლო ამის შეწყვეტა. როგორ ძლიერადაც არ უნდა მეცადა მისი მიტოვება მაგალითად, მწყემსთან აღიარებით, მარხვით, საკმარისი იყო ცოტაოდენი სისუსტის გამოჩენა, რომ ისევ დავბრუნებოდი ამ ცოდვას.

    ვხვდებოდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. განთავისუფლება მჭირდებოდა! თვალები ამეხილა მაშინ, როცა გავაცნობიერე, როგორი შებოჭილი ვიყავი ცოდვით და ამის გამო ნაყოფიერად მსახურება არ შემეძლო. საკუთარ ვნებებთან ბრძოლის დროს ქორწინება გამორიცხული იყო, რადგან ეს დიდ ტკივილს მიაყენებდა ჩემ მომავალ მეუღლეს. მჭირდებოდა, რომ ამ დამოკიდებულებისთვის თავი დამეღწია.

    მაშინ დავიწყე წიგნების კითხვა და ქადაგებების მოსმენა ამ თემაზე. ერთ-ერთ მათგანში ჯეკ ჰეიფორდი ყვებოდა, როგორ მიიღო განთავისუფლება მის ეკლესიაში მყოფმა დიაკონმა მეძავობის და ამორალურობის სულისგან. ეს მსახური პორნო დამოკიდებულებასთან მრავალი უშედეგო ბრძოლის შემდეგ ჰეიფორდთან მივიდა, თავისი პრობლემის შესახებ მოუყვა და ლოცვა სთხოვა.

    ლოცვის დროს სულიწმიდამ პასტორ ჰეიფორდს აჩვენა, რომ ამ ადამიანის სულში არაერთი ხვრელი იყო. ყოველი ხვრელი მის ცხოვრებაში წარსულის სექსუალურ ურთიერთობას წარმოადგენდა. მწყემსმა დიაკონს სთხოვა შეეგროვებინა იმდენივე ქვა, რამდენი სექსუალური ურთიერთობაც ჰქონდა. მას შემდეგ რაც ქვებს შეაგროვებდა, მონანიების ლოცვა უნდა წარმოეთქვა და თითოეული ქვა მდინარეში, აღმოსავლეთის მიმართულებით ესროლა. ყოველი ქვა მისი სექსუალური კავშირის სიმბოლო იყო. როცა ბოლო ქვა მდინარეში ჩავარდა, დიაკონმა წყევლისგან სრული განთავისუფლება მიიღო.

    ამ ისტორიის კითხვისას შფოთვამ შემიპყრო. სულიწმინდა მაჩვენებდა, რომ პირველი კარები პორნოგრაფიისთვის 12 წლისამ გავხსენი ჩემს სამშვინველში. მეორე კი - 13 წლის ასაკში. და მიუხედავად იმისა რომ ეს კარები მივხურე, ჩაკეტილი მაინც არ ყოფილა.

    შემდეგი 7 დღე ლოცვასა და მარხვაში გავატარე, ვიმსხვრეოდი ღვთის წინაშე. ჩემი წარსულის თოკები მოვიკვეთე. განსაკუთრებით ვინანიებდი იმ ორ შემთხვევას, რომლებიც ასე მკაფიოდ იყო ამოკვეთილი ჩემს მეხსიერებაში. ღმერთს წყალობას ვევედრებოდი. ამ დროიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს სამშვინველში რაღაც შეიცვალა. ჩემს შიგნით რადიკალური ცვლილება მოხდა. ის მოვიპოვე, რაც ადრე არ გამაჩნდა: თვითდისციპლინის მადლი და თავშეკავების ძალა განსაცდელის დროს. დღეს თავისუფლებაში ვცხოვრობ და სხვასაც ვეხმარები თავისუფლება მოიპოვონ. ყოველ ადამიანს შეუძლია განიცადოს განთავისუფლება. მით უმეტეს, როცა თავისუფლება - ეს დასაწყისია და არა საბოლოო მიზანი.

    დაიმახსოვრეთ, თავისუფლების მიზანია ემსახუროთ ღმერთს და შეასრულოთ მისი დანიშნულება თქვენი ცხოვრებისთვის. ასე რომ, მიიღო განთავისუფლება, მაგრამ არ გადასცე თავი ღმერთს, რათა ემსახურო მას მთელი გულით იგივეა, რაც გამოხვიდე ეგვიპტიდან და არ შეხვიდე აღთქმულ მიწაზე. რა იქნებოდა თუ ისრაელიანი ხალხი არ გამოიყენებდა მოპოვებულ თავისუფლებას და არ მიაღწევდა ღმერთისაგან წინასწარ განსაზღვრულ ადგილს?

    ასე რომ, ეს წიგნი არ არის მხოლოდ იმისთვის, თუ როგორ მიიღო განთავისუფლება დემონებისაგან, დამოკიდებულებებისგან, სისუსტეებისგან. ღმერთს სურს გაგათავისუფლოს არა მარტო ბორკილებისაგან და დამოკიდებულებებისგან, არამედ წაგიძღვეს კიდევ უფრო ღრმად, შენი ჭეშმარიტი წინასწარ დანიშნულებისკენ.

    ამ წიგნით მინდა გაჩვენოთ, რომ განთავისუფლება პირველი ნაბიჯია. თავისუფლების შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა გამოიყენო იგი ღვთის შემეცნებაში გასაზრდელად და მიაღწიო უმაღლეს პოტენციალს. სწორედ ეს განადიდებს იესოს შენს თაობაში!

    შეიძლება პირად ცხოვრებაში, დავითის მსგავსად, შეხვდეთ ლომს და დათვს, მაგრამ თქვენი შერკინება მტერთან არაა იმისთვის, რომ დაითრგუნოთ და დაიღუპოთ. ისინი გამზადებენ იმისთვის, რაც წინ გელოდებათ. ღმერთი მოგიწოდებთ ყოველ თქვენთაგანს, რომ გაათავისუფლოთ, განკურნოთ და გადაარჩინოთ ეს თაობა იმ ზომის შესაბამისად, რომელსაც პირად „ლომთან’’ ბრძოლაში და გამარჯვებაში მოიპოვებთ. ღმერთი ჩამოაყალიბებს თქვენში ხასიათს. ამ პროცესში გაგიჩნდებათ თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც წარგზავნილნი უნდა იყოთ, რათა მოიპოვოთ ისინი უფლისათვის. როგორც ეს მოსეს შემთხვევაში იყო. მისი გასვლა ეგვიპტიდან არ ყოფილა პირადად მისთვის, არამედ მთელი ებრაელი ხალხისთვის, რათა ისინი ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლებულიყვნენ! ქრისტეც თავად შეხვდა სატანას უდაბნოში, ვიდრე სხვებისგან დემონების განდევნას დაიწყებდა.

    ვიდრე ღიად მოიგებთ ბრძოლას გოლიათთან, მანამ ლომთან და დათვთან გამკლავება მოგიწევთ, პირად ბრძოლაში. მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ სიტყვას, გამოვიძიოთ, ვისწავლოთ, შევიცნოთ და მისი ძალით შევეწინააღმდეგოთ, დავამარცხოთ და დავიპყროთ ჩვენი საერთო მტერი.

    1 თავი

    არ სცემოთ ვირი

    2014 წლის 9 მარტის კვირა დღეს, დიდ ჯგუფთან ერთად ჩავედი აფრიკაში, ერთ შესანიშნავ ეკლესიაში. იმის თქმა, რომ ღმერთი ამ ეკლესიაში ძლიერად მუშაობს, არაფრის თქმაა. აქ, ადრე, ხალხის ჯგუფთან ერთად წელიწადში სამჯერ ჩავდიოდით ამერიკის შეერთებული

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1